Monday, June 6, 2011

სურათები

სლაიდ შოუ

ვიდეო მასალა განათლების შესახებ

ტოპ 10 ყველაზე განათლებული ქვეყნების


View Untitled in a larger map

წიგნის როლი დღევანდელ ახალგაზრდებში

დღეს ხშირად ისმის კითხვა :” რამდენად განათლებულია დღევანდელი ახალგაზრდობა”? ამ კითხვას პასუხიც რომ არ გავცეთ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განწყობა ყოველთვის უარყოფითი გვაქვს.
წიგნი, რომელიც სულიერად ამდიდრებს ადამიანს , აძლევს მას ლოგიკური განსჯის უნარს, ლექსიკურ მარაგსა და სხვა სიკეთეებს არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის მომავალი განვითარების პერსპექტის მხრივ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2006 წელს საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (PIRLS)  კვლევაში ჩაერთო, კვევაში მსოფლიოს 45 ქვეყანაა ჩართული , 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს სწავლების დონის ამაღლების გზების ძიებას . საქართველოში ამგვარი კვლევა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოზე დაბალი შედეგები აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა; მაროკო, ქუვეიტი, სამხრეთ აფრიკა და სხვა.
ჩემ მიერ გამოკითხული ახალგაზრდებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებს , რომ კითხვა არ უყვარს. რომ შემეფასებინა, რამდენად გულწრფელი იყო ეს პასუხი , გამოვიყენე კითხვა: გაქვს თუ არა წაკითხული დოსტოევსკის რომელიმე ნაწარმოები? გამოკითხულთა 80% ავტორის არცერთი ნაწარმოები წაკითხული არ აქვს.
უმეტესობა გულწრფელად აღიარებს , რომ მათ ცხოვრებაში წიგნზე მნიშვნელოვანი კომპიუტერია , დადებითად არ აფასებენ დღევანდელი ახალგაზრდების წიგნიერების დონეს და ამბობენ რომ ” გაუმჯობესების მაგივრად კატასტროფულად უკან-უკან მიდის” , თუმცა ზოგიერთი აღნიშნავს რომ “არის ნაკითხი ხალხიც” (ერთ-ერთმა იესემ -ბიზნეს სკოლის პირველმა კურსის სტუდენტმა მითხრა , რომ მის უნივერსიტეტში 80% წიგნიერია.
რამდენიმე მოზარდმა ისიც აღნიშნა რომ “წიგნი ძალიან ძვირი ღირს”, თუმცა რეალურად ეს ვერ იქნება უწიგნორობის დაბალი დონის მიზეზი , რადგან ბიბლიოთეკები მომხმარებელს ნებისმიერი სახის ლიტერატურით უზრუნველყოფს.
“ბიბლიოთეკიდან არ ხდება მხატვრული ლიტერატურის გატანა. ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ იმ ლიტერატურას რაც დაკავშირებულია რეფერატებთან და საკურსოებთან , მიზანმიმართულად მათ პროფესიასთან. წიგნიერების დონე ,დღევანდელ ახალგაზრდებში შეიძლება წინა თაობასთან შედარებით დაბალი იყოს., მაგრამ ჩემი აზრით ეს არ ნიშნავს მათ ნაკლებ ინფორმირებულობასა და პროფესიონალიზმს. ისინი მოთხოვნის შესაბამისად იღებენ განათლებას ვიწრო სპეციალიზაციაში , ეს აისახება მათ ინტელექტზე მაგრამ არ გამორიცხავს მათ პროფესიონალიზმს. ” ამბობს ერთ-ერთი ბიბლიოთეკის კონსულტანტი თამუნა
ფსიქოლოგი ლალი კვარაცხელიაუწიგნურობის მიზეზს მშობლებში ეძებს : “დღევანდელი ახალგაზრდა თაობის მშობლები არ არიან ორიენტირებული ამ მხრივ, იქიდან გამომდინარე რომ მათ შესაძლოა დრო საერთო არ ჰქონდათ ეფიქრათ როგორ უნდა აღეზარდათ შვილი. “  მისი აზრით წიგნის სიყვარული ბავშვს ოჯახმა უნდა განუვითაროს და იმ სოციალურმა აგენტებმა , რომლებიც მნიშვნელოვანია მოზარდის სოციალიზაციის პროცესში (სკოლა,ტელევიზია) “უმთავრესად უნდა ვეცადოთ ჩვენს შვილებს ის აგრესია არ გავუჩინოთ, რომლის მოკვლასაც კომპიუტერული თამაშებით ცდილობენ”
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას რომ კომპიუტერი მოზარდთა უწიგნურობის უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია : “საინფორმაციო ტექნოლოგიებში მიღწევებმა გაუსწრო წიგნიერი კონტიგენტის მოთხოვნებსაც კი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს უწიგნურების  კონტიგენტის ზრდაზე , რადგან მათ (ახალგაზრდებს) არ შეუძლიათ იმ ინფორმაციის არა თუ ათვისება , გაგებაც კი , მოუმზადებლობის გამო. ამის გამო გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ გონების მიღმა რჩება. ეს კატეგორია , რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილია იღებს ინფორმაციას პორნოგრაფიის , ძალადობის და სხვა მიმართულებით “

წიგნის როლი განათლებაში

განათლების მიღება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.მისი საშუალებით ადამიანი იცვლება და ცვლის თავის ცხოვრებას.მას უადვილდება სხვებთან ურთიერთობა და სირთულეების გადალახვა. ამის გამო ყველა ადამიანი ცდილობს სხვადასხვა გზით მიიღოს განათლება. მის მისაღებად მრავალი საშუალება არსებობს მათ შორის ერთ-ერთი მთავარი როლი წიგნს აქვს მინიჭებული..წიგნი გამოიყენება სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მას არსებითი მნიშვნელობა აქვს. სწორედ საპროგრამო წიგნების მეშვეობით გადიან სტუდენტები თუ მოსწავლეები სასწავლო მასალას განათლების მისაგებ ობიექტებში....
წიგნის მიზანია ადამიანს მიაწოდოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში,გაამდიდროს მისი თვალსაწიერი და დაეხმეროს თუნდაც ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში..

საქართველოში წიგნის გამოცემის ტრადიცია

რაც შეეხება საქართველოში წიგნად გამოცემის ტრადიციას, მას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს.
სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-ს რუმინეთიდან მოუწვეია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ. იშტვანოვიჩი. Pპირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა, იყო `სახარება~. 1709-1712 წ.წ. დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს `სწავლულ კაცთა~ მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი `ვეფხისტყაოსნისა~, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712 წ). 1713 წლიდან 1720 წლის მიწურულადმდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. Aამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირამში გადასახლების გამო.
1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI –ის მიერ თარგმნილი “ქმნულების ცოდნის წიგნი” ანუ “აიათი”, ხოლო 1772 წ. _ “ჟამნი”, რის შემდეგაც სტამბამ არსებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვის და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით) . ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე-კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა იმდროინდელი ხელოვნების შედევრია, სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ.ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანი ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვირიკე სამთავნელი და სხვანი.