Monday, June 6, 2011

წიგნის წარმოშობის ისტორია

წიგნი განსწავლულობის, მეცნიერების და სიბრძნის თვალსაჩინო სიმბოლოა. მისი შექმნის ისტორია მრავალ წელს მოიცავს. იმის ცდა, რომ ადამიანს რაიმე წერით გადმოეცა, ძალიან დიდი იყო. ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა, მაგრამ შექმნის მიზანი ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული.
პირველი წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაშინდელი წიგნის მბეჭდავი, იოჰან გიუცენბერგი, წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება (1400-1468), თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო გაცილებით ადრე გამოიგონეს.
იოჰანეს გიუცენბერგმა პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა 1455 წელს, რომელიც 180 ეგზემპლარად დაიბეჭდა.
შუა საუკუნეებში წიგნები გარეგნულად ისეთივე იყო, როგორიც დღესაა _ მათ ჰქონდათ ყდა, ფურცლები და ნახატები.
წიგნებს მონასტერში ბერები წერდნენ. მათ გადამწერები ერქვათ. გადამწერები წიგნებს იწერდნენ და კაზმავდნენ.
ეგვიპტელები, თურმე, გაბრტყელებული პაპირუსისგან გაკეთებულ ქაღალდზე წერდნენ. მელანს ისინი წყალსა და წებოსთან შერეული ხის ნახშირისგან ამზადებდნენ.
მოგვიანებით ცხოველების ტყავის პერაგამენტზე ანუ ეტრატის დამზადება დაუწყიათ. იგი პაპირუსზე უკეთესი იყო, რადგან ეტრატზე ორივე მხრიდან იწერება.

No comments:

Post a Comment