Monday, June 6, 2011

საქართველოში წიგნის გამოცემის ტრადიცია

რაც შეეხება საქართველოში წიგნად გამოცემის ტრადიციას, მას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს.
სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-ს რუმინეთიდან მოუწვეია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ. იშტვანოვიჩი. Pპირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა, იყო `სახარება~. 1709-1712 წ.წ. დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს `სწავლულ კაცთა~ მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი `ვეფხისტყაოსნისა~, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712 წ). 1713 წლიდან 1720 წლის მიწურულადმდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. Aამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირამში გადასახლების გამო.
1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI –ის მიერ თარგმნილი “ქმნულების ცოდნის წიგნი” ანუ “აიათი”, ხოლო 1772 წ. _ “ჟამნი”, რის შემდეგაც სტამბამ არსებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვის და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით) . ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე-კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა იმდროინდელი ხელოვნების შედევრია, სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ.ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანი ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვირიკე სამთავნელი და სხვანი.

No comments:

Post a Comment